გიორგი V ბრწყინვალე (დ. 1286 — გ. 1346) — საქართველოს მეფე 1299-1302 და 1318-1346 წლებში,[კ 1] დემეტრე II თავდადებულისა და მისი მესამე ცოლის, ნათელა ჯაყელის ძე.
აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მამის) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა — მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1318 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.
იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან — ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.
Image result for გიორგი ბრწყინვალის
Image result for გიორგი ბრწყინვალისქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში.
გიორგი V 1346 წელს გარდაიცვალა. მეფეს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. მის პიროვნებასა და მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი ისტორიკოსები. იმ უდიდესი დამსახურებებისათვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა ხალხმა მასაქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, ბაგრატ III-ის დავით აღმაშენებლისა და თამარის შემდგომ, არც ერთ მეფეს თანამედროვეთა შორის და შთამომავლობაში ისეთი სახელი არ მოუხვეჭია, როგორც გიორგი V ბრწყინვალემ დაიმსახურა. მისი ქება თანასწორად გვხვდება, როგორც ქართულს, ისევე მეზობლების წყაროებშიც. მისი უარყოფა ვერ შესძლებიათ ისეთ პირებსაც, რომელთა პოლიტიკა მისას მთლიანად ეწინააღმდეგებოდა. მონღოლთადროინდელ ისტორიის მომთხრობელს ქართველ ჟამთააღმწერელს ხომ ისე არსად აქვს მისი სახელი მოხსენებული, რომ მის მოღვაწეობისადმი თავისი აღტაცება არ გამოემჟღავნოს. აი, მაგ., რა აქვს მას გიორგი ბრწყინვალის დაბადებასთან დაკავშირებით ნათქვამი: დემეტრე თავდადებულს მისმა ცოლმა, ბექა მანდატურთუხუცესის ასულმა ნათელამ, შესძინა მხოლოდშობილი ძე გიორგი, «რომელ უკანასკნელ (ე. ი. შემდგომად) ძმათა მისთა მეფე იქმნა და განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა. მარტო შვა დედამან, ვითარცა მარგალიტისათჳს, თქმულ არს მარტოება უმჯობესისათჳს, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მისჟამისათა, არა ოდენჴელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა»-ო. მისი მამის სიკვდილად დასჯის შემდგომ რომ გიორგი V-ის ყველა ძმების აქეთ-იქით გაქცევა-გახიზვნაზეა საუბარი, იგივე ისტორიკოსი ამბობს: »უმრწემესი (ე. ი. უმცროსი) ძე მისი გიორგი, რომელი უშვა ასულმა ბექასმან, წარიყუანა პაპამან მისმან ბექამან და აღზარდა საკჳრველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა, ვითარცა ქვემორე სიტყუამან (ე. ი. მოთხრობამ ) ცხად-ყოს”-ო. 
XIII საუკუნის დამლევს აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დასუსტების გამო ჩრდილო კავკასიითგან ოსთა ქართლში შემოჭრისა და თარეშის გახშირებაზე მოთხრობილს ამბავს იგივე ავტორი შემდეგს ცნობას ურთავს: «მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა ვიდრემდის მეფეთა შორის ბრწყინვალემან, დიდმან, სახელგანთქმულმან გიორგი განახსნა (იგინი) და აღფხურა»-ო.
იქაც, სადაც გიორგი V-ის მეფობისა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის აღწერილობა იწყებოდა, შესავალის მსგავსად, ნათქვამია: »აქა დაიწყო აღმოცისკრებად მზემან მეფისამან გიორგი, რომელი აღეზარდა პაპასა მისსა დიდსა ბექასა»-ო.
დასასრულ, შესაძლებელია კიდევ მხოლოდ იმ პირის, მესხეთის მთავრის აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის, სიტყვებიც მოვიყვანოთ, რომელიც, თავისი განკერძოებითი პოლიტიკის გამო, გიორგი ბრწყინვალის, საქართველოს მთლიანობის აღმადგენელის, გულწრფელი თანამგრძნობი არ შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ მასაც-კი მისი განსაკუთრებული ღვაწლი ქართულ სახელმწიფოებრივობაში არ შეეძლო მაინც არ აღენიშნა: მესხეთის ხუთი თემისათვის შედგენილს სამართლის ჩვენს წიგნში ქონებრივ სასჯელად «დიდისა, წარჩინებულისა მეფისა გიორგის ჟამის თეთრი (ე. ი. ვერცხლის ფული) გავაჩინეთ»-ო.
სამწუხაროდ, გიორგი ბრწყინვალის მეფობის მომთხრობელი ნაწილი დროთა განმავლობაში ქართველი ჟამთააღმწერელის თხზულებაში დაიკარგა. უკვე XVII საუკუნის დამლევს ეს ნაწილი აღარ ყოფილა და ვახტანგ მეფისაგან ახალი ქართლის ცხოვრების დასაწერად შეგროვილს საისტორიო ძეგლებს შორისაც ეს წყარო არ აღმოჩენილა. ამრიგად, მთავარი ძეგლი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობის გაშუქება იყო შესაძლებელი, აღარ მოგვეპოვება. მართალია, ეს გარემოება მკვლევარს მეტად უძნელებს საქმეს, მაგრამ ამ ხანის ისტორიის ძირითადი საკითხების ზოგადად გაშუქება, როგორც დავრწმუნდებით, მაინც ხერხდება.
ვახუშტი გიორგი V-ის გამეფების თარიღად 1318 წელს სდებდა, მაგრამ ნამდვილად თავისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა მას ამაზე გაცილებით ადრე უნდა დაეწყო. უნდა გათვალისწინებული გვქონდეს ის გარემოება, რომ ყაანის ნებართვით ის ჯერ კიდევ მცირეწლოვანი გაამეფეს. იმ დროს, რასაკვირველია, მას თავისი მოვალეობის ასრლება ჯერ არ ძალუძდა, მაგრამ, სრულწლოვანობისა და მრაჯვე პირობების დამყარების შემდგომ, მას ხელმეორედ გაუმეფებლივაც წეეძლო თავისი ხელისუფლების განხორციელებას შესდგომოდ სანამ გიორგი V-ის მოღვაწეობის განხილვას შევუდგებოდეთ, წინასწარ უნდა საქართველოს იმდროინდელს მდგომარეობას ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი.
 ს მეტსახელად „ბრწყინვალე“ უწოდა.

Comments

Popular posts from this blog