გიორგი ბრწყინვალე განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიაში, ის იყო მეფე, რომელმაც მსოფლიოში პირველმა და ერთადერთმა შესძლო უსისხლოდ დაეძლია მონღოლთა უმძიმესი უღელი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს უკანასკნელი გაბრწყინება, ჟამი, როცა ჯერ კიდევ ფეხზე დგას კონსტანტინოპოლი, როცა საქართველოც მსოფლი რანგის ქვეყანაა. ამ დროს ჯერ კიდევ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფუნქცია აკისრია ჩვენ ქვეყანაზე გამავალ სავაჭრო გზას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს რომ აკავშირებს.
დიდი ბედისწერა ელის 30 წლის გიორგი ქ-ს. არადა, თითქოს სიმბოლურად დაებედა 30 წელი საქართველოს. ლაშა გეორგიც და მისი შვილიშვილი დემეტრე || 30 წლისანი აღესრულნენ, სწორედ 30 წლის გახლდათ გიორგი ბრწყინვალე, 1316 წელს საქართველოს ერთპიროვნული მეფე რომ ხდება.
რა შეცვალა მონღოლთა ბატონობამ საქართველოში
საოცრად რთული პერიოდი უდგას საქართველოს, მონღოლთა საუკუნოვანი ბატონობის კვალი იარასავით ატყვია ქვეყანას. ეს თვისებრივად სულ სხვა საქართველოა - ულუსებად მოწყობილი, სამხედრო ლაშქრობები რომ არის პრიორიტეტი მხოლოდ, არადა, მანამდე საქართველოს ყოფა და კულტურა ბინადარ ცხოვრებაზე ორიენტირებულ, განვითარების ფეოდალურ მოდელს ეფუძვნებოდა, რომელიც საკუთარი მამულის გაძლიერებაზე იყო აქცენტირებული და არა სხვა ქვეყნების ძარცვა-გლეჯაზე. ამ ყველაფერმა ზნეობრივი ორიენტირებიც შეცვალა. ახლა ჩვეული ამბავი იყო მოტყუება, ძარცვა, მედროვეობა, ცოლის წართმევა. სულ სხვა მენტალობას დაესადგურებინა საქართველოში.
მძიმე იყო მონღოლთა უღელი, ისე მკვიდრად იყვნენ ქვეყანას მოდებულნი, რომ ჩნდებოდა განცდა იმისა, არასდროს დასრულდებოდა ეს საშინელება.
და ამ ფონზე საქართველოს მოევლინა მეფე, რომელიც საოცრად შორს იდგა ქართული მენტალიტეტისგან. ის არასდროს იბრძოდა იქ, სადაც ქართველი აუცილებლად დაიწყებდა ომს, არასდროს ხარჯავდა ძალებს ფუჭად. ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა მისი მეფობა, დრო რომ არ ყოფილიყო მისი მეკავშირე, ის საოცრად იღბლიანი გახლდათ, თუმცა, ისიც ნათქვამია, იღბალი ძლიერებს სწყალობთო.
გიორგი ქ განსაკუთრებულად ძლიერი პიროვნება გახლდათ. ის დროზე იყო ორიენტირებული, თავის ჟამს უცდიდა და ეს ჟამიც არ აყოვნებდა, ჟამი, საქართველოს უკანასკნელი ერთიანობისა...თპიროვნული მეფე რომ ხდება.

Comments

Popular posts from this blog